მრავალეროვნული სწავლების, მტკიცე სული 2021-ის ფარგლებში, სენაკში მარათონი გაიმართა. გარბენი მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა. მრავალეროვნული სწავლება საქართველოში მეათედ ტარდება. სამხედრო წვრთნებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლება 6 აგვისტოს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება.