9 აპრილის ტრაგედიის და დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი სიმბოლურად შეირჩა აქციისთვის, რომელმაც მოსახლეობის ნაწილი კონკრეტული იდეის გარშემო გააერთიანა.
სლოგანით „აქ საქართველოა“ და მსახიობ გია გაჩეჩილაძის ინიციატივით გამართულ აქციას ორი მიზანი ჰქონდა: კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ქმედებების დაგმობა და ხელისუფლების არაეფექტური მმართველობის მხილება. ევროპის მოედანზე დაწყებული, პატრიარქის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან გაგრძელებული და დედაენის ბაღში დასრულებული დემონსტრაციის ორგანიზატორებმა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს, ორგანიზაციის მთავარ ფუნქციად კი სამოქალაქო კონტროლი გამოაცხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მათი შეკრების ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს უარყოფენ, მას სწორედ „ქართული ოცნების“ აქციად აცხადებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის აზრით, მმართველი გუნდის მხარდაჭერის რესურსი საკმაოდ დაბალია.