მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და შეთანხმების მიღწევის გარეშე, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას გამორიცხავს. 90/60-ზე – ამ თანაფარდობით არის გადანაწილებული მმართველი პარტიისა და ცხრა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ მოპოვებული მანდატები. რეგლამენტით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის უმრავლესობა, ანუ 76 ხმაც საკმარისია. მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდიდან ოპონენტებს მანდატებზე უარის თქმის ე.წ. ჩამკეტ საკანონმდებლო მექანიზმზე მიუთითეს, პასუხად ოპოზიციურმა პარტიებმა მათი პარლამენტში არშესვლის პრევენციის გზებზე დაიწყეს ფიქრი.
თამუნა წიკლაური არკვევდა, რა ბერკეტი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს იმისთვის, რომ დაანონსებული ბოიკოტი სისრულეში მოიყვანონ.