მანდატების გაუქმების საკითხი - შეფასებები

51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია დაყოფილია ორ ნაწილად. მიმდინარე პროცესი კი აჩვენებს, როგორია ოპოზიციაში დემოკრატიის ხარისხი.

მანდატების დროულ გაუქმებას მოითხოვენ ოპოზიციის დეპუტატები, მათი ნაწილი აცხადებს, რომ უმრავლესობას არ აქვს უფლება, მოთხოვნაზე უარი თქვას და საკითხი ჩააგდოს პარლამენტში.