მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქცევის კოდექსს „ქართული ოცნებაც“ უერთდება და მას ხელი უკვე მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი და ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, ოპოზიციასთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება.
მდინარაძის განმარტებით, ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.