ვარაუდს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იმპიჩმენტის საკითხით სპეკულირების შესახებ, დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. „ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს და რაღაც მოქმედება განახორციელა. არ მგონია, ამ გზით, თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს წამსვლელი პრეზიდენტი, თუმცა გამორიცხული არაფერია, – ასეთია მამუკა მდინარაძის კომენტარი.
იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერის საკითხი, შესაძლოა პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი გახდეს და ოპოზიციამ სააკაშვილის შეწყალება მოითხოვოს, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელიც წერს.