არჩევნების მოახლოებასთან ერთად კომპრომატებით ბრძოლის გააქტიურებაში ადანაშაულებენ ოპოზიციას „ქართულ ოცნებაში“.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების ქმედებები არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.
მდინარაძე ამბობს, რომ ყველა შემთხვევაზე რეაგირება იქნება საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად.