პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიზე ოპოზიციის ნაწილის თავდასხმებს ქვეყნის მტრობად აფასებენ. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას არ სურს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. რაც, მისი თქმით, გუშინ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიტიურ გზავნილებზე ოპოზიციის რეაქციებითაც დადასტურდა.