კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოში მოღვაწე ანტრეპრენერებს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხი ახალგაზრდა სტარტაპერებსა და ბიზნესმენებთან სფეროში არსებული გამოწვევები იყო. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ძლიერი საქართველოს“ ფორმულაა საქართველო გახდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი და ხელი შეუწყონ სტარტაპერებს. ამასთან ერთად გაერთიანების ლიდერი ამბობს, რომ „ძლიერ საქართველოს“ აქვს გეგმა, როგორ უნდა განავითაროს აღნიშნული სფერო.