მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებს და ბიძინა ივანიშვილს ცხოვრების მოსკოვში გაგრძელებით ემუქრება, კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. თავად პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ წააგებს, ბიძინა ივანიშვილს კი რუსეთში მოუწევს წასვლა. მმართველი გუნდი კი ხაზარაძის განცხადებას მუქარად და რეპრესიების დაანონსებად აფასებს. ასევე ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ, თავად მამუკა ხაზარაძეს მოუწევს მოსკოვში წასვლა, რასაც საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის მიერ დადებული ცუდი შედეგი განაპირობებს. „გირჩის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ პარტია „ლელოს“ რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა.