„იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა.”- ეს განცხადება სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. „სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში, ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა. არაბული ანდაზაა, ის, რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი, მეორედ მოხდეს. და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდებაო. მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს, თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება, ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს… უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება. იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, “არაფერი არს დამალული, რაც არ გამჟღავნდების. გონს მოვიდეთ, დავამარცხოთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნულია ხაზარაძის განცხადებაში.
განცხადებას უკვე მოყვა შეფასებები.