მამუკა ხაზარაძის მიმართვა საგამოძიებო უწყებებს.
პარტია „ლელოს“ ლიდერი ე.წ. მუქარის წერილზე საუბრობს. განცხადება მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა. დეპუტატის თქმით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს „თიბისი“ ბანკიდან კომპიუტერული ტექნიკის გატანის შემდეგ უწყების ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, ვინაიდან როგორც ის ამბობს, ბადრი ჯაფარიძეს გიორგი გახარიამ ე.წ. მუქარის წერილი 2018 წლის ნოემბერში სამინისტროში საკუთარ კაბინეტში გადასცა.
ხაზარაძის ბრალდებას უარყოფენ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები. გიორგი გახარია საკითხს არ გამოხმაურებია.