მამუკა ხაზარაძე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. საქალაქო სასამართლოს ეზოში, პროცესის დაწყებამდე, ხაზარაძემ ანაკლიის პორტისა და ყაზბეგის მიმართულებით დაგეგმილი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტები წარადგინა.
საქალაქო სასამართლოსთან, „ლელოს“ დამფუძნებლები, განცხადებებს ყოველი სხდომის დაწყების წინ გააკეთებენ.