მამუკა ხაზარაძის განცხადება

დღევანდელ პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მათ შორის მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა გააკრიტიკა ინფრასტრუქტურის მინისტრი.

მაია ცკიტრიშვილზე ლაპაარაკის დროს ხაძარაძის ერთ კონკრეტულ ფრაზას მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. „ლელოს“ დამფუძნებელმა თქვა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. ხაზარაძის ეს სიწტვები სექსისტურად შეფასდა საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის მხრიდან. მოგვიანებით ხაზარაძემ საკუთარ განცხაებაზე სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა. როგორც მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, მისი დღევანდელი განცხადება არ გულისხმობდა მინისტრის სქესს.