მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების თარიღს ორ დღეში დაასახელებს. მისი თქმით, ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება, შემდეგ კი პოლიტიკური პარტია.
ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მათ გუნდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხაზარაძე ამბობს, რომ თემაზე კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ასევე, თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა ყოფილ შს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა დღეს იმ წერილთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, გიორგი გახარიასგან მიიღო. მისი თქმით, ლონდონში წერილის პირველი ექსპერტიზა სერიოზული შედეგით დასრულდა, რაზეც მისი უცხოელი ადვოკატები ისაუბრებენ.
ხაზარაძე იმედოვნებს, რომ პროკურატურა საქმის ხელახალ გამოძიებას დაიწყებს.
ხაზარაძის განცხადებებს უმრავლესობის შეფასებები უკვე მოყვა.