„ლელო“ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკუთარი ინიციტივით გამოდის. მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა „ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი“, რომელიც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად სამ პუნქტს მოიცავს. პარტიის წევრები ნარკოდამოკიდებული პირების დედებსაც შეხვდნენ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა გააქტიურდეს. მისივე განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანა 70%-ით გაიზარდა.