მამუკა ხაზარაძის განცხადება

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს დღესაც ხელს მოაწერდა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ინტერვიუში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის საქმიდან არ გავა და პროცესები ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

მისივე განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0.

ხაზარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან  ბოლო შეხვედრაც გაიხსენა, რომელსაც მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.