ე. წ. მიყურადების ფაილების საქმეზე, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა მამუკა ხაზარაძე.
პარტია „ლელოს“ ლიდერი უწყებაში ადვოკატთან საკუთარი მიმართვის საფუძველზე მივიდა. მისი თქმით, გავრცელებული მასალები კონკრეტულ პირებთან მისი კომუნიკაციის ფაქტსაც შეიცავს. გამოკითხვის შემდეგ ხაზარაძე აცხადებს, რომ ადგილი აქვს შეტევას ეკლესიაზე და საგამოძიებო უწყებაში მას გავრცელებული მასალის გარდა აჩვენეს კიდევ 40 ფაილი, რომელიც მაღალ სასულიერო იერარქებს, მონაზვნებსა და ეკლესიის წარმომადგენლებს შეეხება. ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის შეფასებით, მასალები ცხადყოფს, რომ ადგილი ჰქონდა სასულიერო პირების აქტიურ მიყურადებას.