„2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ 250 დოლარით ჩამორჩება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, როცა 2013 წელს ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 600 დოლარით წინ იყო სომხეთზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2013 წელთან შედარებით გაუარესებულია.
ხაზარაძის განცხადებით, ვინაიდან სასამართლო პროცესები თითქმის ყოველ მეორე დღეს არის ჩანიშნული, სამომავლო გეგმებსა და პარტიის საქმიანობაზე ბრიფინგებს სასამართლოს შენობის წინ გამართავს.