მამუკა ხაზარაძის ბრალდება საქართველოს პირველ არხს.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა დღეს მოძრაობის წევრების წარდგენისას განაცხადა, „ლელოს“ წევრების შესახებ საქართველოს პირველმა არხმა მათი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობის წევრებზე ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში 12 სექტემბრიდან, ანაკლიაში გამართული პრეზენტაციის დღიდან ვრცელდებოდა. ამასთან, ინფორმაციის გადასამოწმებლად, საქართველოს პირველი არხი გუშინ წევრობის სავარაუდო კანდიდატებსაც დაუკავშირდა და ნაწილმა ინფორმაცია დაადასტურა.
თემის დეტალები „მოამბეში“.