ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხების გარდა, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყენებს.
პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ „თიბისის“ მიერ 2016 წელს შესყიდულ „პროგრეს ბანკში“ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციები სრულდებოდა. საუბარია კახა კალაძის მფლობელობაში არსებულ ბანკზე, რომლის თითქმის 22%-იანი წილი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.
სამი წლის წინ „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისიმ“ შეიძინა და ბანკმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა მაშინ ხაზარაძეს საეჭვო ფინანსურ ოპერაციებზე არაფერი უთქვამს. დღეს კი ბიზნესმენი პროკურატურას 2007 წელს დაფუძნებული ბანკის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.
ხაზარაძის ახალ განცხადებას მმართველი გუნდის მწვავე რეაქციები მოჰყვა. „ქართული ოცნება“ ბიზნესმენისგან მტკიცებულებებს ელოდება.