მამუკა ხაზარაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს.
ხელისუფლებასთან დაპირისპირებიდან ოთხი თვის თავზე, ცნობილი ბიზნესმენი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს და გადაწყვეტილებას 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირებს.
მომავალ თანაგუნდელებზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს დღეს არ უსაუბრია. გაკეთდა მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომ მომავალი გაერთიანება სამოქალაქო მშვიდობის მისაღწევად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს. ახლა მთავარი კითხვაა, გარდაიქმნება თუ არა მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად, როგორ დაკომპლექტდება ხაზარაძის გუნდი და იქნება თუ არა გუნდის წევრებს შორის ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, რომლის და ბიზნესმენის გზები ჯერ კიდევ 19 წლის წინ შექმნილმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ გადაკვეთა.
თამუნა წიკლაური არკვევდა, რა გეგმა აქვს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ჯერ კიდევ მარტში მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა.