მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს ბადრი ჯაფარიძეც. პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი“ სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან წყვეტს. დაკისრებულ ჯარიმას, ერთ მილიონ ლარს კი გადაიხდის.