„ლელო“,- ასე ჰქვია ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც ოფიციალურად დაფუძნდა. პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, ის ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.
მოძრაობა მომავალში პარტიად ჩამოყალიბდება და შეიქმნება ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე.
მამუკა ხაზარაძემ აქტიურ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა. ისაუბრა მიზნებსა და გეგმებზე. მისი განცხადებით, ახალი მოძრაობა არ თანამშრომლობს სხვა პოლიტიკურ ძალებთან.