„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა. მოძრაობას სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის წარმომადგენლები შეემატნენ. ღონისძიება სამტრედიაში, ერთ-ერთ სასათბურე მეურნეობაში გაიმართა.
მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.