მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის”ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის”ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ტოვებენ.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა. განცხადება „თიბისი ბანკმა“ გაავრცელა. თანამდებობის დატოვების შესახებ კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბანკის აქციებს მძიმე დარტყმა მიადგა, რაც მიზანმიმართული ქმედებაა საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

ჩვენ გვჯერა, რომ ინსტიტუტი, რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!!!,“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.