„ევროპული საქართველოს“ და მამუკა ჩიქოვანის გზები გაიყო.
დეპუტატმა პარტიაც და ფრაქციაც დატოვა და დამოუკიდებელი პარლამენტარის სტატუსი არჩია. როგორც ირკვევა, ჩიქოვანის და მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელების ინტერესები არჩევნებმა გადაკვეთა. დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ღიად ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი იქნება.
კულუარებში უკვე საუბრობენ იმ მიზეზზე, რის გამოც დეპუტატი საკუთარ თანაპარტიელებს გაუნაწყენდა. წყენის ფაქტს არ მალავენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, რომლებიც ჩიქოვანის გადაწყვეტილებას მის სისუსტედ მიიჩნევენ.