მაღალი რანგის შეხვედრები ვაშინგტონში და ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მხარდაჭერა საქართველოს.
ამერიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. მამუკა ბახტაძე შეხვდა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს, ასევე, სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ლინდსი გრემს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. მაღალი რანგის შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასთან ერთად, საუბრის თემა ანაკლიის პორტიც იყო.