მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა

საბანკო და საფინანსო სექტორში მკვიდრდება ახალი, სამართლიანი წესები, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები. დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თბილისის მედიათეკაში პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში. რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი ინიციატივა შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან, როგორიცაა  სასტარტო კაპიტალის რეფორმა, საგადასახადო მიმართულებით დაანონსებული სიახლეები და აძლიერებს ამ ინიციატივების მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს.