მამუკა ბახტაძე - დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა სხვა ქონებაზე არ გავრცელდება
მამუკა ბახტაძე - დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა სხვა ქონებაზე არ გავრცელდება

რეფორმის მიხედვით, რომელიც საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორში ახალი წესების დამკვიდრებას ითვალისწინებს, სალომბარდო სესხის შემთხვევაში, მსესხებლის ვალდებულება მხოლოდ დაგირავებული ნივთით შემოიფარგლება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

შესაბამისად, თანხის გადაუხდელობის გამო, მხოლოდ არსებული გირავნობის საგნის დაყადაღება მოხდება და ყადაღა სხვა ქონებაზე არ გავრცელდება. აქამდე გამსესხებელს საშუალება ჰქონდა, უზრუნველყოფა მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე გაევრცელებინა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება არსებული პრაქტიკა, როდესაც გამსესხებელს შეეძლო უზრუნველყოფა გაევრცელებინა მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო პროგნოზირებად და სამართლიან ურთიერთობებს წარმოშობს მხარეთა შორის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია დღეს გამართა. ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

დატოვე კომენტარი