პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ბიუროს ფორმატში, პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გუშინ გამართა. აუდიენცია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში შედგა. შეხვედრის შემდეგ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ რამდენი სამინისტრო დარჩება საქართველოს მთავრობაში, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მისივე განმარტებით, განიხილება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წინადადება სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების თაობაზე, თუმცა იდეა ჯერ განხილვის პროცესშია. გია ვოლსკი კი განმარტავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში საკადრო შემცირებებს არ გამოიწვევს.