ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოტენციური მამხილებლები საჭიროებენ სამართლებრივ დახმარებასა და რჩევას. მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია მათი მოტივირება. მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.