მეორე ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში. უეფა-მ გიორგი მიქაუტაძის შემდეგ საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ამჯერად საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეიყვანა. ჩეხეთთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ჩვენმა მეკარემ ფენომენალურად ითამაშა და ბურთი 11-ჯერ მოიგერია. ამ შედეგით გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩში მოგერიებული დარტყმების რეკორდი გაიმეორა.
მამარდაშვილს უმაღლესი შეფასება დაუწერეს საფეხბურთო პორტალებმაც, მანამდე კი ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.