„მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა ისევ გამოხმაურებების თემაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად, პროტესტი მაინც იქნება. პაპუაშვილი ამბობს, რომ წარდგენილი ანგარიში არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობა ქვეყნის შიგნით. ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.