„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, მეორე დღეა შეფასებების თემაა. პოლიტიკური ოპონენტები დოკუმენტს სხვადასხვაგვარად კითხულობენ და ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. ოპოზიციაში კვლავაც აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებები ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიულია. თავის მხრივ სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს ოპონენტებს მმართველი გუნდი.