პრეზიდენტთან დაპირისპირება, რომელიც ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიისას დაიწყო და დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგაც გაგრძელდა, კვლავ აქტუალური თემაა ამერიკულ მედიაში.
ჯონ მაკკეინსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოება სენატორის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სხვა მრავალი პოლიტიკოსისგან განსხვავებით მაკკეინის პიროვნულ ღირსებებზე საუბარი დღეს არ ისურვა. მიზეზი კი რესპუბლიკელი სენატორის ანდერძია, რომლის თანახმად ჯონ მაკკეინმა ტრამპი საკუთარი დაკრძალვის ცერემონიაზე სიცოცხლეშივე არ დაპატიჟა.
რესპუბლიკელ სენატორს შტატების პრეზიდენტთან დაპირისპირება რამდენიმე პრინციპულ საკითხზე ჰქონდა და საკუთარ პრინციპებს არც მომაკვდავმა უღალატა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ოფიციალური განცხადება დაბლოკა, სადაც მაკკეინი გმირად იყო მოხსენიებული.