მაკფოლის წერილი - გამოხმაურებები

„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება“ – ასე შეაფასა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მაიკლ მაკფოლის წერილი, რომელიც პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ეხება. დეკანოიძის თქმით, საერთაშორისო წნეხი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს, – ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთმა ავტორმა, მაიკლ მაკფოლიმ ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში დაწერა. „ახლა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტანჯება პატიმრობაში. ზოგიერთი ცნობით, ის ახლოსაა სიკვდილთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. ახლა დროა, დაიწყოს გლობალური კამპანია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის – კერძოდ მისი წარსული წვლილისთვის, რომელიც მან დემოკრატიის საქმეში შეიტანა სამშობლოში“, – წერს მაკფოლი.