მაიმუნის ყვავილის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელება და მოსალოდნელი საფრთხეები საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ვირუსულ ინფექციაზე კონტროლს რეკომენდაციების მიხედვით ახორციელებს. ამ დრომდე საქართველოში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და მისი მიმდინარეობა იყო მსუბუქი.
შეგახსენებთ, რომ ჯანმომ მსოფლიოში შემთხვევების მატების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.