მაიკლ ელიმანი - ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად საბჭოთა ეპოქის მწყობრიდან გამოსულ არსენალს იყენებს
ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად საბჭოთა ეპოქის მწყობრიდან გამოსულ არსენალს იყენებს, რომელიც მათ ხელში არაკანონიერი გზებით მოხვდა, – ამის შესახებ აშშ-ს სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა მაიკლ ელიმანმა განაცხადა.
ელიმანი მიიჩნევს, რომ ორი წლის წინ ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ საბჭოთა ეპოქის “ერ-დე 250-“ის ტიპის რაკეტები შეისყიდა. ეს რაკეტები საბჭოთა კავშირში 60-იან წლებში იწარმოებოდა. ქარხანა, რომელიც წარსულში საბჭოთა კავშირისთვის რაკეტებს აწარმოებდა, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორიას, მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, კრემლის მოკავშირე დე ფაქტო მთავრობა აკონტროლებს. თითო რაკეტა დაახლოებით 400 კგ-ს იწონის.