მძიმე პოსტ-საარჩევნო პერიოდში საქართველო აშშ-დან ახალი გზავნილების მოლოდინშია.
სამი დღე რჩება მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე. ჯერ უცნობია, შეიცვლება თუ არა ამერიკის სახელმწიფო მდივნის უკვე დაანონსებული ორდღიანი ვიზიტის განრიგი და დაემატება თუ არა ხელისუფლების პირველ პირებთან აუდიენციას ოპოზიციასთან შეხვედრაც, რისი სურვილიც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალები მაღალი რანგის სტუმარს მდუმარე აქციებით დახვდებიან. სწორედ ქუჩაზე გადის ახლა ოპოზიციის ბრძოლის მთავარი ხაზი.