ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრების დღის წესრიგში ოპოზიციასთან შეხვედრა გათვალისწინებული არ არის. თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკელ სტუმარს სათქმელს მშვიდობიანი აქციიდან ეტყვიან. ოპოზიციური პარტიები 18 ნოემბერს, 11:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, დისტანციის დაცვით, ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ.
რა გზავნილები აქვს ოპოზიციას მაიკ პომპეოსთან – თეონა მანაგაძე დეტალებით.