საქართველოს განათლების მინისტრი პომპეოს ვიზიტს აფასებს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში. მინისტრის თქმით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.