შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. ასევე მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. პომპეომ ასევე განაცხადა, ამერიკის ურყევი მხარდაჭერის შესახებ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული ოკუპაციის წინაშე“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.