ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა.
მაიკ პენსმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.
სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.