აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა. მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს წარადგინა.
ამ დრომდე ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან განათლების სამინისტროში იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, ასევე, ამავე უწყებაში შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.