მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ
ორი მინისტრი და განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულები თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობენ. მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებს გუდაურში შეხვდნენ.
მინისტრების განცხადებით, 650 სტიპენდიანტი, რომელთაც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სხვადასხვა მიმართულებით მაღალი დონის პროფესიული განათლება მიიღეს, შესანიშნავი საკადრო რესურსია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის.