სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულება უკრაინის მიმართ.
მაია ბარათაშვილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სოლო კონცერტს გამართავს და შემოსულ თანხას ომით დაზარალებულ მოქალაქეებს გადაურიცხავს. სცენაზე სხვა ქართველი ჯაზ-მუსიკოსებიც იდგებიან. შესრულდება უკრაინული კომპოზიციებიც.