შრომითი დავის გადაწყვეტა ვერ ხერხდება, – ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მწვავდება.
პოზიციების გადახედვას არცერთი მხარე აპირებს, რის გამოც „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და ქუჩაში გასულ მოშიმშილე თანამშრომლებს შორის, მოლაპარაკებების დაწყებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დღეს ჭიათურაში სახალხო დამცველი ჩავიდა და ორივე მხარეს მოუსმინა. ომბუდსმენი მაღაროელთა სამუშაო პირობების და გრაფიკის შესწავლას იწყებს, მანამდე კი დამსაქმებელი კომპანიის მიმართ კითხვები აქვს. მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე ხელფასი 30%-ით გაიზარდოს, ასევე გაუმჯობესდეს შრომითი, მათ შორის კვებასთან და დაზღვევასთან დაკავშირებული პირობები.
კომპანია მზად არის, ეტაპობრივად ანაზღაურების 25%-იანი მატება დაიწყოს, რაც გაფიცულებისთვის საკმარისი არაა. არ არის გამორიცხული, რომ ადმინისტრაციამ თანამშრომლების წინააღმდეგ სარჩელი მოამზადოს. პროტესტის გამო, „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოები პარალიზებულია.
ნათია ქენქაძე მუშაობს ჭიათურაში.