მაღალმთიანი დასახლების მოსახლეობის აღწერა

მაღალმთიანი დასახლების ნაწილში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო. გეგმის მიხედვით, გამოკითხვა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ტარდება, თუმცა, ამინდის შესაძლო გაუარესებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ ადგილას სპეციალისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. მათ შორის მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში და ახმეტის მუნიციპალიტეტში.

საქსტატის 120-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოკითხავს. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.