მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა ახალი პროგრამით ისარგებლებს.
ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სპეციალური მცირე ზომის ტექნიკა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული. საუბარია ე.წ. მოტო-ბლოკებზე, რომლებიც მცირე მოცულობის და რთულად მისადგომი მიწების დამუშავებაზეა გათვლილი. სახელმწიფო მითითებულ ტექნიკის ღირებულების ნახევარზე მეტს დააფინანსებს. პროგრამა უკვე ამოქმედდა.